სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გენერალურმა აუდიტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ფინანსური პოლიცია და თავად ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ყველაფერს აკეთებენ, რომ მასთან დაპირისპირების საქმეზე მოწმეთა ჩვენებები გააყალბონ.
მთავარი აუდიტორის განცხადებით, „ელ ცენტროში“, სადაც ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, ყოფილი მთავარი პროკურორის მაგიდასთან „მთელი ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობა - მოადგილე, საგამოძიებო სამსახურის უფროსი და ა.შ“ იყო.
ლაშა თორდიას თქმით, „იმაზე საუბარი, რომ თურმე შეხვედრა იყო წამიერი, მერე საპირფარეშოში თავი ვურტყი კედელს და მე თვითონ მივიღე დაზიანებები, არის აბსურდის თეატრი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.