ნინო ბურჯანაძე: ჩვენ სახელმწიფო რეალურად აღარ გვაქვს
07-04-2015, 02:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


პანკისის ხეობიდან ორი მოსწავლის სირიაში საბრძოლველად წასვლის საკითხს გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა. “რეალურად ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს”, -განაცხადა ბურჯანაძემ “მაესტროს 9-იანში” და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.

 
“სამწუხაროდ, ჩვენ სახელმწიფო რეალურად აღარ გვაქვს და ამის დასტურია ის, რაც ხდება ძალიან ბევრი მიმართულებით. როგორც კი პირველი ნიშნები გამოჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ სირიაში იბრძვიან საქართველოდან წასული ჩვენი თანამემამულეები, ხელისუფლებას მაშინვე უნდა აეტეხა განგაში, პანკისის ხეობაში უნდა გაათმაგებულიყო მუშაობა და პროცესში უნდა ჩაერთო ისეთი მექანიზმი და აემუშავებინა ისეთი სტრუქტურა, როგორიცაა კონტრდაზვერვა. მე არ ვიცი, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იციან თუ არა რა არის დაზვერვა, კონტრდაზვერვა და რა ფუნქციებს ახორციელებს ეს უწყებები. ერთია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც მიდიან სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” გვერდით საბრძოლველად, პირადად ემუქრებათ სასიკვდილო საფრთხე და მეორეა, რომ ისინი თავისი გაუაზრებელი ქმედებებით საქართველოს აყენებენ ძალიან დიდი დარტყმის წინაშე, ვინაიდან ქვეყანაში შეიძლება ტერაქტების სერია დაიწყოს. ხელისუფლება რომ თავის ადგილზე ყოფილიყო პანკისის ხეობაში ხალხის ასეთი მასობრივი გასვლა ვერ მოხდებოდა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი