პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვების სრულად დახურვას მოითხოვს
19-05-2017, 02:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვების სრულად დახურვას მოითხოვს.

 


როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მოსამართლის წინაშე სახელმწიფო ბრალდება დააყენებს შუამდგომლობას, რომ სასამართლო განხილვა დაიხუროს და ყველა პროცესი ამ საქმეზე დახურულ რეჟიმში ჩატარდეს.

 

 

„ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საზოგადოებისთვის დაგვემალა ინფორმაცია. ამის ერთ-ერთი დასტური ისიცაა, რომ ჩვენ საჯაროდ გამოვაქვეყნეთ მტკიცებულებების უპრეცედენტო რაოდენობა. თუმცა, წინასასამართლო სხდომაზე არსებობდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხე, პროცესის მონაწილე ადამიანებისთვის ხელის შეშლის საფრთხე, პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების საკითხები, ვინაიდან გარკვეულ ნაწილზე სპეციალური ღონისძიებები ხორციელდება. ასევე საქმეში არის ბრალდებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიშუამდგომლეთ, რომ პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართოს”, განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი