ეს არის ინტიმური ვიდეოებით შანტაჟი, ასე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ე.წ. ციანიდის საქმეში ინტიმური ვიდეომასალის არსებობის შესახებ, პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
„აქ არაფერ შუაშია მამა გიორგი მამალაძის პირადი ცხოვრება. მამაოს პირადი ცხოვრება მისი ოჯახია", განაცხადა ფანცულაიამ.
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა იმ მიზეზებზე ისაუბრა რის გამოც, სახელმწიფო ბრალდება სასამართლო განხილვების დახურვას ითხოვს. დასახელებულ მიზეზთაგან ერთ-ერთია პირადი ცხოვრების დაცვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.