ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში, აღნიშნული განცხადება დღევანდელ სასამართლო პროცესზე დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ გააკეთა.
დეკანოზის თქმით, დაკავების შემდეგ მას ეუბნებოდნენ, რომ პატრიარქის მოკვლა სურდა. მისივე განცხადებით, ადვოკატთან დარეკვის საშუალება არ მისცეს.
„ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში. მე დამაკავეს მაშინ, როდესაც მე ჩავჯექი მანქანაში, რომელსაც მივყავდი აეროპორტში. ახსნა განმარტების გარეშე შემბოჭეს, განმარტებები არ უთქვამთ, არ მომცეს ადვოკატთან დარეკვის უფლება. ხან მეუბნებოდნენ პატრიარქის მოკვლა მინდოდა ხან ვისი ხან ვისი. რაც შეეხება ჩხრეკას, პროკურატურაში გამჩრიკეს," განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.