ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა
19-05-2017, 07:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP), ადამიანური რესურსების მართვისა და განათლების საკითხებში ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფი საქართველოში ოთხდღიან სამუშაო ვიზიტად იმყოფება.

 


მრჩევლების ჯგუფს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლეს.

 


დასკვნით შეხვედრას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარიძე, ასევე თავდაცვის უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, ამერიკელმა მრჩევლებმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები, ასევე ადამიანური რესურსების მართვის კუთხით განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასეს და ქართულ მხარეს გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა.

 


დღესვე, ამერიკელი მრჩეველი, დოქტორ ბერნარდ როსტკერი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით - „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდა.

 


ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფი თავდაცვის უწყებასთან 2009 წლიდან თანამშრომლობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი