ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის უშუალო ჩართულობით, თერჯოლის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდისაგან 1 ცალი 13 კუბური მოცულობის „მერსედესის“ მარკის ნაგავმზიდი ახალი მანქანა საჩუქრად გადაეცა. ამის შესახებ Guardian.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსასმახურიდან აცნობეს.
„ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ჩართულობით თერჯოლაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე განხორციელდა. დამატებითი ნაგავმზიდი საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო ხარისხიანად მოვემსახუროთ მოსახლეობას“, აღნიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა.
თერჯოლის გამგეობის ცნობით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით 2 ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 7 და 13 კუბური მოცულობის ნაგავმზიდი მანქანა და 100 ცალი ნაგვის კონტეინერი შეიძინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.