სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 19 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 150 კმ2 ფართობის მქონე ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასა გაანეიტრალა.
როგორც Guardian.ge-ს „დელტა“-დან აცნობეს, სისტემის მართვის ცენტრის მიერ ღამის საათებში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასები დაფიქსირდა, ღრუბელში სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 5 მმ იყო.
„დელტა“-ს ინფორმაციით, 00:31 დან 01:09 საათამდე ღრუბლის მასები 15 ერთეული რაკეტით დამუშავდა, რის შედეგადაც ნალექის სრული მასა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წვიმის სახით ჩამოიცალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.