ირანში პარასკევს გამართული დაძაბული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხმების დათვლა მიმდინარეობს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არჩევნებში ხმა 40-მა მილიონმა ადამიანმა მისცა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია - ამომრჩეველთა 70%-ს შეადგენს და დაახლოებით მსგავსია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მონაწილეთა რაოდენობის, როდესაც ჰასან რუჰანიმ შთამბეჭდავი უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება.
პარასკევს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დასავლეთთან კავშირების ნორმალიზების მომხრე რუჰანის კონკურენტი კომპრომისების მოწინააღმდეგე მოსამართლე, სულიერი ლიდერის ალი ხამენეის პროტეჟე, იბრაჰიმ რაისი იყო.

„როიტერსის“ ცნობით, ხმის მიცემის პროცესი 6 საათით გახანგრძლივდა, რადგან საარჩევნო უბნებზე მისულთა და რიგში მდგომთა რაოდენობა ძალიან დიდი იყო.
„როიტერსი“ პრო-რეფორმების ახალი ამბების ვებგვერდზე დაყრდნობით წერს, რომ გამარჯვებული რუჰანია. მათ ამის დამადასტურებელი სამხილი არ შემოუთავაზებიათ, მაგრამ ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა შესაძლოა რუჰანისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.

68 წლის რუჰანიმ, რომელიც 2013 წელს ირანელებს უფრო მეტ თავისუფლებას და ირანის მსოფლიოსთვის გახსნას დაჰპირდა, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ არჩევნები მნიშვნელოვანია „ირანის მომავალი როლისთვის რეგიონსა და მსოფლიოში“.
56 წლის რაისი, საარჩევნო კამპანიის წარმართვისას ბრალს სდებდა რუჰანის ეკონომიკის ცუდად მართვაში და იძლეოდა მეტი სამუშაო ადგილების შექმნის დაპირებას.

„მე პატივს ვცემ ხალხის მიერ ხმის მიცემის შედეგს და არჩევნების შედეგი პატივნაცემი იქნება ჩემს მიერ და ყველა ადამიანის მიერ“, თქვა რაისიმ ხმის მიცემის შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.