შს სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, თბილისში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის ახლოს მდებარე გვირაბების კედლები სტრიტ-არტის სტილით მოიხატა.
მხატვარმა ლუკა ჯაფარიძემ და შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახემ, შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის ავტომრბოლელმა დათა ქაჯაიამ გვირაბების კედლებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგო - საგზაო ნიშნებით დაფარული გული და სლოგანი დახატეს.
კვირეულის განმავლობაში, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, სტრიტ-არტის სტილით კიდევ რამდენიმე კედელი მოიხატება. აქციის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.