ირაკლი კობახიძე: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ დიდი მოლოდინი გვაქვს
20-05-2017, 02:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ მოლოდინი ძალიან დიდია და ეს ფორმატი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კავშირების გასაღრმავებლად უნდა გამოვიყენოთ“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ვარშავაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის შესახებ განაცხადა, რომელიც 26-29 მაისს თბილისში გაიმართება.

 

 

ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში გამართვის მნიშვნელობაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ დრომდე, ასამბლეა მხოლოდ ოთხ ქვეყანაში გაიმართა და დღეს ისინი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არიან.

 

 

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. დღემდე ოთხ არაწევრ ქვეყანაში გაიამართა ასამბლეა და დღეს ოთხივე ქვეყანა ნატოს სრულუფლებიანი წევრია. შესაბამისად, ამ ასამბლეის მიმართ მოლოდინი ძალიან დიდია და ეს ფორმატი, ეს ასამბლეა უნდა გამოვიყენოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კავშირების გასაღრმავებლად. ჩვენი საბოლოო მიზანი ნატოში გაწევრიანებაა და ჩვენ თანმიმდევრულად მივიწევთ ამ მიზნისკენ. რა თქმა უნდა, რეალისტურად ვაფასებთ ვითარებას, რომელიც ნატოში ჩვენს გაწევრიანებასთანაა დაკავშირებული. მთავარია, ვიყოთ თანმიმდევრულები და ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მიზანს საბოლოოდ აუცილებლად მივაღწევთ“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი