ირაკლი კობახიძე: სამიტი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გაგვეღრმავებინა ჩვენი ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნებთან
20-05-2017, 02:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთში ვიზიტი დაასრულა.

 

 

ირაკლი კობახიძემ ვარშავაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღო მონაწილეობა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სამიტის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ახალი ტალღა, საკონსტიტუციო ცვლილებები და საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააცნო.

 

 

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

 

 

„ძალიან საინტერესო ვიზიტი შედგა პოლონეთში. მონაწილეობა მივიღეთ სამიტში, სადაც წარმოდგენილნი იყვნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტების სპიკერები. გარდა ამისა, სამიტი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გაგვეღრმავებინა ჩვენი ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნებთან. შედგა ორმხრივი შეხვედრებიც და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი პოზიციების გამყარებას და ევროპელ პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას“, განაცხადა ვიზიტის შეჯამებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი