შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიზიტად საუდის არაბეთში ჩავიდა.
ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ცნობით, ტრამპი მისი გაპრეზიდენტების შემდეგ პირველი ტურნეს ფარგლებში, ისრაელში, ვატიკანში, სიცილიასა და ბრიუსელში ჩავა.
საუდის არაბეთში ვიზიტისას დონალდ ტრამპი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხს განიხილავს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუდის არაბეთის მეფესაც შეხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.