ირანის საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ გაიმარჯვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
რუჰანიმ ამომრჩეველთა ხმების 57%, ხოლო მისმა კონკურენტმა ებრაჰიმ რაისიმ 38,5% მიიღო. პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს ხმათა 50%-ზე მეტი ესაჭიროებდა.
„როიტერსის“ ცნობით, ხმის მიცემის პროცესი 6 საათით გახანგრძლივდა, რადგან საარჩევნო უბნებზე მისულთა და რიგში მდგომთა რაოდენობა ძალიან დიდი იყო.
68 წლის რუჰანიმ, რომელიც 2013 წელს ირანელებს უფრო მეტ თავისუფლებას და ირანის მსოფლიოსთვის გახსნას დაჰპირდა, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ არჩევნები მნიშვნელოვანია „ირანის მომავალი როლისთვის რეგიონსა და მსოფლიოში“.
56 წლის რაისი, საარჩევნო კამპანიის წარმართვისას ბრალს სდებდა რუჰანის ეკონომიკის ცუდად მართვაში და იძლეოდა მეტი სამუშაო ადგილების შექმნის დაპირებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.