პრეზიდენტი ცამეტი ასურელი მამის ხსენების დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას დაესწრო
20-05-2017, 06:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი, ოჯახის წევრებთან ერთად, ცამეტი ასურელი მამის ხსენების დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას სოფელ ქანდაში, ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძარში დაესწრო.

 


ტაძარში, სადაც წირვა ქართულ-არამეულ ენაზე პატრიარქის კურთხევით უკვე 7 წელია აღევლინება, პრეზიდენტს, პირველ ლედის და მისი ოჯახის წევრებს მამა სერაფიმემ უმასპინძლა.

 


„გილოცავთ, დღევანდელ დღესასწაულს. ცამეტმა ასურელმა მამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სულიერების განვითარებაში, რამაც კიდევ უფრო მაღალ, სულიერ სიმაღლეზე ასწია ჩვენი ერის ღვაწლი, ქრისტიანობის განმტკიცებაში.

 


იმ სარწმუნოების განმტკიცებაში, რომელმაც ქართველი ერი დღევანდლამდე მოიყვანა.

 


დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მოვულოცო ასირიელ თემს, ვინც ამ დღეს განსაკუთრებით დღესასწაულობს და იმ ათეულობით საუკუნიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ასირიელთა ღვაწლი ქართული სახელმწიფოს, ქართული სულიერების განმტკიცებასა და განვრცობაში. გილოცავთ დღევანდელ დღეს“, აღნიშნა გიორგი მარგველშვილმა.

 


მამა სერაფიმემ პრეზიდენტს საჩუქრად ხატი გადასცა.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი