საქართველოს პრემიერ მინისტრი იორდანიის მეფეს შეხვდა
20-05-2017, 09:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფეს, აბდულა მეორეს შეხვდა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას საქართველო-იორდანიის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

 

 

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, იორდანიის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

 

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებს და მათ გავლენას გლობალურ უსაფრთხოებაზე. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ისეთი საერთო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა ტერორიზმი. ხაზი გაესვა, ძალისხმევის გაერთიანების აუცილებლობას, რათა საერთო საფრთხეები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

 


საქართველოს პრემიერ მინისტრმა იორდანიის მეფეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

 


გამოითქვა იმედი, რომ ის მნიშვნელოვანი ბაზა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში უკვე არსებობს, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობით ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით, რაც სასარგებლო იქნება როგორც ორმხრივ კონტექსტში, ისე - რეგიონული მასშტაბით", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი