ესპანეთის მეფე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული არჩევნების შედეგებს დადებითად აფასებს.
პრემიერ მინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ფილიპე მეოთხემ საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში საქართველოს წარმატება მიულოცა და ზურაბ პოლოლიკაშვილს ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ესპანეთის მეფეს პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი კვირიკაშვილსა და ფილიპე მეოთხეს შორის საუბარი იორდანიაში, "ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" ფარგლებში გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.