პროკურატურამ ოთარ წოწორიას საცხოვრებელ ბინაში იარაღის და საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
„2017 წლის 18 მაისს, შსს ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე ოთარ წოწორიას საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. იმავე დღეს, გამოძიების მიერ, გადაუდებელ შემთხვევაში, ჩატარდა ოთარ წოწორიას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რომელსაც ოთარ წოწორიასთან ერთად ესწრებოდა მისი ადვოკატი. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა რევოლვერი და სხვადასხვა სახის 227 ვაზნა. გადაუდებელ შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ. რევოლვერის და ვაზნების ვარგისიანობის დადგენის მიზნით საქმეზე დაინიშნა და ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული რევოლვერი დამზადებულია კუსტარული წესით, მაგრამ არ არის ვარგისი სროლისთვის და არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო ამოღებული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
გამოძიების მიერ დაიკითხა ოთარ წოწორია და მისი ოჯახის წევრები: მეუღლე, მეუღლის და და ოთარ წოწორიას სიდედრი, რომელთა ჩვენებების საფუძველზე დადგინდა, რომ ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა ოთარ წოწორიას სიმამრს - ა. ა-ს. ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა ა. ა-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მაგრამ ვინაიდან იგი 2017 წლის 11 მაისს გარდაიცვალა, პროკურორის დადგენილების საფუძველზე 2017 წლის 20 მაისს, სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირის გარდაცვალების გამო", ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.