გიორგი კვირიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდა
20-05-2017, 09:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრისას, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა იორდანიასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

 

 

„ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაფართოების პოტენციალს. პრემიერმა ისაუბრა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებსაც მთავრობა სწრაფი ეკონომიკური განვითარების, წარმოებისა და ინვესტორთა ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

 


გიორგი კვირიკაშვილმა იორდანიელ კოლეგას საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო, რომლის ერთ-ერთი მიმართულებით - მმართველობის რეფორმით იორდანიული მხარე განსაკუთრებით დაინტერესდა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა იორდანიელი პარტნიორებისთვის რეფორმის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა. მხარეები, ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მუშაობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

 

 

პრემიერ მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ტურისტული ნაკადების ზრდის შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობის მიერ იორდანიის მოქალაქებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა უწყობს ხელს.

 


პრემიერ მინისტრების შეფასებით, ამ პროცესში ასევე მნიშვნლოვან როლს შეასრულებს შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი დღეს, გიორგი კვირიკაშვილისა და ჰანი მულკის შეხვედრის შემდეგ გაფორმდა. შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ლინა ანაბიმ მოაწერეს ხელი", აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი