ილია მეორე: დღეს ყოველი ადამიანი უნდა გახდეს მახარებელი, რაღაც სიკეთე უნდა გააკეთოს ადამიანებისთვის
07-04-2015, 05:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


დღეს ყოველი ადამიანი მახარებელი უნდა გახდეს, რაღაც სიკეთე უნდა გააკეთოს, – ამის შესახებ დღეს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ყოვლადწმინდა ტაძრის ხარების ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა მრევლს, სრულიად საქართველოს ხარების დღესასწაული მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 
“დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, რომ ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს თავისთვის. ფრინველები, ცხოველებიც კი ადიდებენ უფალს. აი, ამ დღეს გამოეცხადა ღვთისმშობელ დედას მთავარანგელოზი გაბრიელი და ახარა, “გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა”, – ბრძანა უწმინდესმა.

 
პატრიარქის თქმით, ღვთისმშობლისთვის ყოვლად მოულოდნელი იყო, რომ მისგან იშვებოდა ძე ღმრთისა, რომელიც დაჯდებოდა “მარადიულ ტახტსა დავითისასა”.

 
პატრიარქმა წმინდა სახარებიდან მთავარანგელოზ გაბრიელის ხარება ღვთისმშობლისადმი დეტალურად გაიხსენა და აღნიშნა, რომ მთავარანგელოზის ხარება შესრულდა.

 
“დღეს ვრწმუნდებით, რამდენად დიდია სიყვარული ღვთისა ადამიანის მიმართ, რამდენად დიდია უფლის წყალობა ადამიანის მიმართ. ეს მილოცვა “გიხაროდენ” უძველესი ებრაული მილოცვა იყო. ჩვენ ერს ჰქონდა და აქვს გამარჯვება. სხვადასხვა ერს სხვადასხვაგვარი მილოცვა აქვს. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს უთხრა “გიხაროდენ მიმადლებულო”, მადლმოსილო. ღვთისმშობელმა მადლი მიიღო თავისი სიწმინდით, სარწმუნოებით, სიყვარულით. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ თაყვანს ვცემთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას და მთავარანგელოზ გაბრიელს და შევთხოვთ მათ, ახარონ საქართველოს გამთლიანება, ახარონ საქართველოს მშვიდობა და ახარონ სიკეთე”, – აღნიშნა უწმინდესმა.

 
პატრიარქის თქმით, დღეს ყოველი ადამიანი უნდა გახდეს მახარებელი, რაღაც სიკეთე უნდა გააკეთოს ადამიანებისთვის. პატრიარქის განცხადებით, ის სიხარული, რასაც ისინი მოუტანენ მოყვასს, მათ ათმაგად დაუბრუნდებათ. უწმინდესმა და უნეტარესმა ქადაგების ბოლოს კიდევ ერთხელ დალოცა ერი, ოჯახები. პატრიარქმა საუბრისას აღნიშნა, რომ დღევანდელი დღის ნიშნად, სიხარულის მინიჭება სურს სასულიერო პირებისათვის. უწმინდესმა მღვდელმონაზონი იოანე მჭედლიშვილი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. მონაზონ ელენე ნაფეტვარიძეს კი ოქროს ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი