სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე რიონი და მისი შენაკადები, მდინარე „ღარულა" და „ჯეჯორა" ადიდდა.

„წარმოიქმნა ღვარცოფები და მეწყერული კერები, რამაც საერთო ჯამში, მწყობრიდან გამოიყვანა ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრები გაბიონები. სტიქიამ ზარალი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას.

აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიქმნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფი,მოხდა დაზიანებული უბნების დათვალიერება-აღწერა და დადგინდა საორიენტაციო ზარალი.კომისია კვლავ აგრძელებს მუშაობას", ნათქვამია ონის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.