მესტიაში საცხოვრებელი კორპუსი დაიწვა
21-05-2017, 02:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაბა მესტიაში, კახიანის ქუჩა N41-ში საცხოვრებელი კორპისი დაიწვა. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ხანძრის შედეგად, სხვადასხვა სახის სიმძიმით რვა საცხოვრებელი ბინა დაზიანდა.

 


„სრულად განადგურდა კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე ორი საცხოვრებელი ფართი, ნაწილობრივ განადგურებულია მესამე სართულზე განთავსებული ორი საცხოვრებელი.

 


სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ნაწილობრივ განადგურდა კორპუსის მეორე სართულზე განთავსებული ორი საცხოვრებელი, ამავე სადარბაზოში პირველ სართულზე დაზიანდა ორი ბინა. რაც შეეხება მეორე სადარბაზოს, სალიკვიდაციო სამუშაოების დროს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო ორმა საცხოვრებელმა.

 


ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, აღსანიშნავია რომ მათი თავდადებული შრომის შედეგად დროულად მოხერხდა ხანძრის ლიკვიდაცია და საცხოვრებელი კორპუსი სრულ განადგურებას გადაურჩა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები ამ ეტაპზე ზარალის ოდენობას ითვლიან", აღნიშნულია მესტიის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი