გიორგი კვირიკაშვილი იორდანიაში ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
21-05-2017, 02:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იორდანიაში სამუშაო ვიზიტისას ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბორგე ბრენდეს შეხვდა. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის ძირითადი თემები ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროცესი დადებითად შეაფასა.

 

 

მხარეებმა ისაუბრეს ენერგეტიკის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობასა და სამომავლო საინვესტიციო პროექტებზე. აღინიშნა, რომ 2017 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი სრულდება.

 

 

საუბარი ასევე შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას. გიორგი კვირიკაშვილმა ნორვეგიას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერა განვითარების თანამშრომლობის მიმართულებითაც.

 


შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. პრემიერ მინისტრმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი