ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მთავარმა სერჟანტმა, მასტერ-სერჟანტმა ლევან ჯანგირაშვილმა კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში სტუდენტებისთვის სემინარი - „ევროკავშირის მისიები და საქართველო“ გამართა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მასტერ-სერჟანტმა ევროკავშირის ეგიდით აფრიკის კონტინენტზე წარმოებულ მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ქართველი სამხედროებისთვის მიღებულ გამოცდილებასა და ქართული კონტინგენტის ძირითად საქმიანობაზე ისაუბრა.
„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ახალგაზრდების შეკითხვები, ძირითადად, საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო მისიებში ჩართულობას და თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო.
სემინარს, დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებიც დაესწრნენ.
ამჟამად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში -ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში არიან დისლოცირებულები. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცარ-ში სამხედრო-საწვრთნელ მისიას - EUTM RCA ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებს. ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალიში (EUTM Mali) საქართველო შეიარაღებული ძალები ერთი ოფიცრით არის წარმოდგენილი. ქართველი სამხედრო მოსამსახურე სამეკავშირეო ოფიცრის პოზიციას იკავებს. მისი ძირითადი მიმართულებები ადგილზე მოქმედ მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაციაა.
სემინარი სტუდენტებისთვის სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ორგანიზებით ხორციელდება. ლექციები ორი დღის განმავლობაში გრძელდება და მისი მიზანი, ახალგაზრდებისთვის საქართველოს მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებაა", ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.