საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იორდანიაში სამუშაო ვიზიტისას ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს ფედერიკა მოგერინის შეხვდა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო სადილზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ ისაუბრეს. პრემიერ მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ნოემბერში ბრიუსელში დაგეგმილი სამიტი პრაქტიკულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ასოცირების შეთანხმებისა და 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის ეფექტურ იმპლემენტაციას. ასევე, ისაუბრეს ვიზის ლიბერალიზაციას შემდგომ ნაბიჯებზე და ამ მიმართულებით საქართველოს პროგრესზე.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.