სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 20 მაისს კახეთის ექვს რაიონში 3714 კმ2 ფართობის მქონე ფრონტალურ სეტყვასაშიშ ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება, რისთვისაც 230 ერთეულამდე რაკეტა იქნა გასროლილი. აღნიშნულ ინფორმაციას „დელტა“ ავრცელებს.
„სისტემის მართვის ცენტრის მიერ დღის 11:00 საათიდან კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებიდან დიდი ფართობის მქონე ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლა დაფიქსირდა.
ღრუბელმა ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარელის, სიღნაღის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები.
მეტეოროლოგიური რადიოლოკატორიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, სეტყვის მოსვლის ალბათობა 100% იყო, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 40-50 მმ. პროცესებს თან დაერთო ადგილობრივად შიდამასიური ღრუბლის მასების ფორმირებაც, რაც სეტყვასაშიში პროცესების დამატებით გაძლიერების წინაპირობაა.
12:04 საათზე და 18:08 სთ-დან 20:41 სთ-მდე 70 ერთეულ სეტყვასაშიში ღრუბლის კერაზე სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა.
რაკეტების სროლები მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში განხორციელდა, რადგან გაუარესებული ამინდის გამო საჰაერო სივრცე საფრენი აპარატებით იყო გადატვირთული, რაც რაკეტების დროულად გასროლას შემაფერხებელი ფაქტორია.
აქტიური ზემოქმედების შედეგად მოხერხდა რეგიონში შემოსული სეტყვასაშიში ნალექის არსებულ მასშტაბებში ლოკალიზება და მისი შემდგომი გაძლიერების თავიდან არიდება.
ნალექის მასა აღნიშნულ ექვს რაიონში წვიმის და ნაწილობრივ სეტყვის სახით ჩამოიცალა", ნათქვამია „დელტას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.