თბილისის მერიის თანამშრომლებმა სკრინინგ ცენტრში უფასო გამოკვლევები ჩაიტარეს და მოსახლეობასაც იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდეს
07-04-2015, 05:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრში გამოკვლევები ჩაიტარეს და სხვა საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებს და თბილისელებს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უფასო გამოკვლევების ჩატარებისკენ მოუწოდეს.

 
მერიის ინფორმაციით, აქციის ძირითადი გზავნილებია – ჩავიტაროთ უფასო გამოკვლევა დაავადების პრევენციის მიზნით, გამოვიკვლიოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვიყოთ დაცულები.

 
„პრევენცია ჯანმრთელობის საწინდარია და ეს არის ადრეულ სტადიაზე იმ დაავადებების გამოვლენის საშუალება, რომელმაც შემდგომში თავიდან უნდა აგვაცილოს მეტი გართულება“, – განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და მოსახლეობას საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ ყურადღების გამოჩენისა და უფასო გამოკვლევების ჩატარებისკენ მოუწოდა.

 
ეროვნულ სკრინინგ ცენტრში „ონკოპრევენციის პროგრამას“ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტში 1 200 000 ლარია გამოყოფილი. პროგრამის მიზანია კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რიცხვის შემცირება.

 
მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ტარდება ძუძუს კიბოს სკრინინგი – 40-დან 70 წლის (ჩათვლით) ასაკის ქალთა პოპულაციაში; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი- 25-დან 60 წლის (ჩათვლით) ასაკის ქალთა პოპულაციაში; პროსტატის კიბოს სკრინინგი-50-დან 70 წლის (ჩათვლით) ასაკის მამაკაცთა პოპულაციაში; კოლორექტული კიბოს სკრინინგი-50-70 წლის (ჩათვლით) ასაკის ჩათვლით ორივე სქესის წარმომადგენლებში. აღნიშნული გამოკვლევები უფასოა.

 
ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორის, პროფესორ რემა ღვამიჩავას განცხადებით, პროგრამის ფარგლებში თავიდან იქნება აცილებული კიბოს განვითარება.

 
„სკრინინგის აზრი არის ჯანმრთელი პოპულაციის გამოკვლევა და ამ ეტაპზე დასმული ნებისმიერი დიაგნოზი არის განკურნებადი ძალიან მარტივად. პროგრამის ფარგლებში ძალიან ბევრ ადამიანში თავიდან იქნა აცილებული კიბოს განვითარება. იმ სამწუხარო შემთხვევებში, როდესაც კიბო იქნა დიაგნოსტირებული, ეს იყო ადრეული სტადია, როცა კიბო ისეთივე განკურნებადია, როგორც სხვა დააავადება“, – განაცხადა რემა ღვაჩიმავამ.

 
2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის და მისი კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების მონაცემების მიხედვით, ძუძუს მამოგრაფია ჩაიტარა 8 074-მა მოქალაქემ; ექოსკოპია – 3 074-მა, ძუძუს ციტოლგია – 218-მა, საშვილოსნოს ყელის სკრინინგი – 7 169-მა, კოლპოსკოპიური კვლევა – 1 381-მა, საშვილოსნოს ყელის ბიოფსია – 117-მა, პროსტატის სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში – 2 769-მა, კოლორექტალური სკრინინგი ( სწრაფი ტესტი) – 521-მა, კოლონოსკოპია – 30-მა, მორფოლოგია – 10-მა, ამბულატორიული ქირურგია – 114-მა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი