რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-18-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის გადაადგილება თავისუფალია.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ახორციელებდნენ ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს, საავტომობილო მიმოსვლის აღსადგენად", აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
გუშინ აღნიშნულ საავტომობილო გზაზე ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი, რამაც გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.