საქართველოს შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას დანიის სამეფოს შიდა გვარდიის უწყებრივი მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ გადაეცა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალური შტაბის უფროსს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო საქართველოში ვიზიტით მყოფმა დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ფინ უინკლერმა პირადად გადასცა.
დაჯილდოების შემდეგ მხარეებს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურმა გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის სამხედრო პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გენერალ-მაიორი ფინ უინკლერი დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და შესაბამისად, დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურის სტატუსით საქართველოში უკანასკნელად იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.