სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, თორდია-ფარცხალაძის საქმეზე კითხვის ნიშნები არსებობს.
ომბუდსმენის თქმით, „თუკი უახლოესი დღეების განმავლობაში არ იქნება ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული, რა თქმა უნდა, ერთადერთ ალტერნატივად რჩება სხვა ფორმატში ამ საქმის შესწავლის აუცილებლობა და ერთ-ერთი ასეთი ფორმატი შეიძლება იყოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნა".
„საქმის მიმდინარეობას რაც შეეხება, შენიშვნები მქონდა. თუნდაც ის, რომ დაგვიანებით მოხდა ფარცხალაძის დაკითხვა - რამდენიმე დღის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირდაპირ მიუთითებდა მის გვარს და ის უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი, ვისი დაკითხვაც უნდა მომხდარიყო. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არსებობს, მაგრამ ვაკვირდებით გამოძიების მიმდინარეობას", განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.