საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ესტუმრა. აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი დღეს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე გაამახვილეს და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობა რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისათვის გაძლიერდეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა განვითარდება და სწრაფ ტემპს შეიძენს. მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნია.
მინისტრებმა ერთობლივი სწავლებებზე ისაუბრეს და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი მინისტერიალის შესახებაც გაამახვილეს ყურადღება. ლევან იზორიას განცხადებით, სამხრივ ფორმატში თანამშრომლობის დინამიკა ძალიან პოზიტიური და მზარდია.
გაფართოებულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, თავდაცვის ატაშე, მაიორი ფუატ იბრაჰიმოვი და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.