საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდა. ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს საქართველოში ქართველი კოლეგა ლევან იზორია მასპინძლობს. გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი უკვე იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის უწყებაში და დელეგაციის წევრებთან ერთად ქართულ მხარესთან შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.