ნიკა მელია: ჩვენ ყველას ერთად გვსურს და შეგვიძლია ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში, უკეთეს თბილისში
22-05-2017, 05:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ყველას ერთად გვსურს და შეგვიძლია ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში, უკეთეს თბილისში, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ თბილისის საარჩევნო პროგრამის სამუშაო ვერსიის განხილვაზე გააკეთა.

 

 

„დღეს ჩვენ განახლებული პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვნად განახლებული სახით წარსდგება საზოგადოების წინაშე უახლოეს მომავალში, შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მოგისმინოთ თქვენ, მოგვისმინოთ ჩვენ იმ ხედვებთან დაკავშირებით, რომელიც თბილისს უკავშირდება. გავიგოთ, თუ რას ფიქრობთ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც დაგროვდა, როგორია თქვენი ხედვა, როგორ ხედავთ უკეთესს თბილისს. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ასე და ამ ფორმით, მჭიდრო ურთიერთობის შედეგად უნდა მოხდეს საარჩევნო ახალი ხედვის წარდგენა განახლებული „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. ჩვენ გვაქვს უამრავი იდეა, განახლებული მიდგომა და გვინდა ეს ყველაფერი თქვენთან შევათანხმოთ, რათა განახლებულ „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდეს განახლებული ხედვა და განახლებული პროგრამით ჩვენ შევიდეთ ბრძოლაში თბილისში არჩევნების მოსაგებად. ჩვენ ყველას ერთად გვსურს და შეგვიძლია ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავალი შევქმნათ და ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენს შვილებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ.... ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ხელისუფლება დავამარცხოთ. ერთი, რომ დავამარცხოთ ქართული ოცნება" თავისი კრიმინალური კლანით, მაგრამ მეორე მხარე ამ პრობლემისა არის ის, თუ რას ვაპირებთ და რა არის გეგმა, „ქართული ოცნების" დამარცხების შემდეგ როგორ ავაღორძინებთ თბილისს", განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი