საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს და სამხედრო სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამმხრივ ფორმატზე - საქართველოს,აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის კიდევ განვითარებაზე, რეგიონის სტრატეგიული ენერგოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.