ლაშა თორდია: საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და ალბათ, პირიქით, მე ვიქნები ბრალდებულის სკამზე, როგორც თავდამსხმელი ამდენ ადამიანზე
22-05-2017, 07:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტს შეიქმნას საგამოძიებო კომისია იმიტომ, რომ უბრალოდ ჩემთვის შეუძლებელია დავამტკიცო ჩემი სიმართლე, აღნიშნული განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 

„აქ უკვე პირდაპირ ჩაერთო შსს და მთავრი პროკურატურა. ისინი სპეციალურად ახდენენ ისეთი კადრების დემონსტრირებას, რომელიც ბადებს კითხვის ნიშნებს, თუ ვინ იყო პირველი თავდამსხმელი და როგორ მოხდა. მაგრამ მათივე განცხადებები, რომ თითქოს იქ არაფერი მომხდარა, თვითდაზიანებები მივიყენე და ოთარ ფარცხალაძე საერთოდ წამიერად შემხვდა, დღეს გავრცელებული კადრებიც კი მეტყველებს საპირისპიროს, რომ რამდენიმე ხნის მანძილზე მიმდინარეობს თავდასხმა და გრძელდება კიდევ შიგნით. ამ დაწესებულებაში იყო ძალიან ბევრი კამერა, რომელიც ძალიან ახლო ხედით წარმოაჩენს, თუ რა მოხდა რეალურად. მოვითხოვ, რომ გასაჯაროვდეს ისეთი ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ძალიან კარგად დაანახებს საზოგადოებას, თუ ვინ იყო პირველი თავდამსხმელი და ახლო კონტაქტი რა ფორმით შედგა და როგორ ხორციელდებოდა. სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ მიხეილ ჩოხელს აქვს დაზიანება. სასაცილოა საუბარია, რომ ოთარ ფარცხალაძე არის თურმე დაზარალებული. ე.წ. ნეიტრალურ მოწმეებზე დაყრდნობით დღეს უკვე შსს აკეთებს განცხადებას, რომ თითქოს პირველი თავდასხმა მე განვახორციელე ანუ სხვა ეტაპზე გადავედით - ჯერ ვიყავით იმ ეტაპზე, რომ არაფერი მომხდარა, ახლა გადავედით მეორე ეტაპზე, რომ თითქოს მე დავესხი თავს ოთარ ფარცხალაძეს. ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და ალბათ, ვფიქრობ, რომ პირიქით, მე ვიქნები ბრალდებულის სკამზე, როგორც თავდამსხმელი ამდენ ადამიანზე. იქ ჩანს, რომ 5-ზე მეტნი არიან ეს პირები და საბოლოო ჯამში, ალბათ, ამაზე გააკეთებენ აპელირებას სამართალდამცავი ორგანოები. სამარცხვინო იყო მათი დღევანდელი ბრიფინგი და სამარცხვინო იყო, რასაც ისინი აკეთებენ", განაცხადა ლაშა თორდიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი