ვენეციის კომისიის მდივანი: ვფიქრობთ, რომ ახალი კონსტიტუცია იქნება წინგადადგმული ნაბიჯი
22-05-2017, 07:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეს ნამდვილად არის წინგადადგმული ნაბიჯი და თუ თქვენ შეძლებთ საზოგადოებაში კონსენსუსის მიღწევას სხვადასხვა საკითხებზე, ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან კარგი კონსტიტუცია“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა დღეს, ბერლინში გააკეთა, სადაც კონსტიტუციურ პროექტს განიხილავენ.

 

 

თომას მარკერტის განცხადებით, კომისია საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს პოზიტიურად აფასებს. ვენეციის კომისიის მდივანი კონსენსუსის მნიშვნელობაზე საუბრობს.

 

 

„როგორც იცით, ვენეციის კომისია დასკვნას 16 ივნისს მოამზადებს. ჩვენ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს მთლიანი პროცესის მიმართ. ვფიქრობთ, რომ ახალი კონსტიტუცია იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. მნიშვნელოვანია, რომ იყოს კონსენსუსი საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა ახალი კონსტიტუცია გრძელვადიანად მოქმედი იყოს“, განაცხადა თომას მარკერტმა.

 

 

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესსა და მანდატების განაწილების სისტემას, ვენეციის კომისიის მდივანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, აღნიშნულ საკითხებზე კონსენსუსი იქნას მიღწეული.

 

 

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე კონსენსუსი იქნას მიღწეული. უნდა აღვნიშნოთ, ის, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი არჩევნების წესით ჩატარდება, რაც, ვფიქრობ, რომ კომპრომისისთვის მზაობას აჩვენებს. რაც შეეხება მანდატების გადანაწილებას, დისკუსია ისევ გრძელდება და ვფიქრობ, რომ უნდა გავითვალისწინოთ მოქმედი უმრავლესობის მზადყოფნა, რაც ძალიან პოზიტიური ნიშანია“, განაცხადა თომას მარკერტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი