საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ფინ უინკლერს შეხვდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე დანიის სამეფოს შიდა გვარდიასა და საქართველოს ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საუბრის ერთ-ერთი თემა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საქმიანობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები იყო. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები და განათლების კუთხით განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
გენერალ-მაიორი ფინ უინკლერი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში. გენერალ-მაიორი უინკლერი დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურის სტატუსით საქართველოში ბოლოჯერ იმყოფება, ის აღნიშნულ თანამდებობას ტოვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.