ყოფილ შს მინისტრს მიაჩნია, რომ ბურჯანაძის მიერ 26 მაისის საქმეზე მიცემული ჩვენება დაცვის მხარეს კარგად გამოადგება.
"მინდა, მადლობა გადავუხადო მას, ყველაფერი თქვა და ყველა დარწუნდა, რა მიზანი ამოძრავებდა და როგორ მიდიოდა მიტინგი. ბურჯანაძის მიერ მიცემული ჩვენება დაცვის მხარეს კარგად გამოადგება. მინდა, მას შევახსენო 2007 წლის ნოემბრის მიტინგი.
მე მას არ ვამტყუნებ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მიტინგის დაშლის ინიციატივა ბიწაძისგან მოდიოდა. ყველამ ვიცით, რომ ის იყო ინიციატორი, რომ ამ ფორმით დაშლილიყო, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს დანაშაული არ არის, როგორც ეს განხორციელდა", - განაცხადა მერაბიშვილმა.
თავის მხრივ, ნინო ბურჯანაძემ მერაბიშვილის განცხადების საპახუხოდ აღნიშნა, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება უხერხული იქნებოდა. ნინო ბურჯანაძის დაკითხვა 26 მაისის საქმეზე დაახლოებით, 3 საათი გაგრძელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.