სასამართლომ ტერორისტული აქტის მომზადებაში, დახმარებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო
22-05-2017, 09:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ ტერორისტული აქტის მომზადებაში, დახმარებაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო.

 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადების ფაქტზე ბრალდებულები ბ.ბ; მ.ვ; ჯ.მ. და ვ.რ. დამნაშავედ სცნო. ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის გადაზიდვის მცდელობაში დახმარებისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი ნ.ჭ., ხოლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის საქართველოს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ლ.მ; ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი ი.ბ.

 


სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის ივლისში ბ.ბ., ვ.რ., მ.მ. და ჯ.მ. დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიზრახეს ტერორისტული აქტის ჩადენა, კერძოდ: სოფელ საგურამოს მიმდებარედ, მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქება, რაც წარმოშობდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის და მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოს მიმდებარედ, დეტალურად შეისწავლეს მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის გეოგრაფიული მდებარეობა და Google Earth-ის რუქაზე მონიშნეს მილსადენის საყრდენი წერტილები.

 


2016 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, ბ.ბ. და ჯ.მ. დაუკავშირდნენ მათ ნაცნობს ნ.ჭ.-ს, რომელსაც დუშეთის რაიონის სოფ. ჩარგლიდან ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობების ტერორისტული აქტის განხორციელების მიზნით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით სთხოვეს დახმარება, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. 2016 წლის 20 აგვისტოს, ბ.ბ. და ჯ.მ. ნ.ჭ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გაემართნენ დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში, სადაც ტყის მასივში არსებული სამალავიდან ამოიღეს ფეთქებადი ნივთიერებები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა, რა დროსაც ისინი სამართალდამცავების მიერ იქნენ დაკავებულნი.

 


აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ლ.მ., რომელმაც დანაშაულის აღსაკვეთად რეაგირება არ მოახდინა. სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ აღნიშნული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების შესახებ ინფორმაციას ფლობდა ი. ბ. და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

 


2017 წლის 19 მაისის განაჩენით ბ. ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 3231 მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით;

 


ჯ. მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19,3231 მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით;

 


მ. ვ. გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3231 მუხლის პირველი ნაწილით, ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით;

 


ვ. რ. გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3231 მუხლის პირველი ნაწილით, ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 25,18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით;

 


ნ.ჭ.-თვის სისხლის სამართლის კოდექსის 25,3231 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 25,19,236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;

 


ლ.მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;

 


ი. ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი