ასოციაციამ „ქართველები საფრანგეთში" ხონში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სოციალურად დაუცველ 25-მდე ოჯახს ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები გადაეცა.
„საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა ასოციაცია შევქმენით და ერთ-ერთ მიზნად საქველმოქმედო საქმიანობა დავისახეთ. ჩვენი სურვილია, სამშობლოში მცხოვრებ თანამემამულეებს დახმარების ხელი გავუწოდოთ და მათ ყოფა შევუმსუბუქოთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა მოვუხადო გადამზიდავ კომპანიას „იბერია ექსპრესს", რომელმაც საფრანგეთიდან საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირება სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყო და ყველა იმ ადამიანსა თუ ორგანიზაციას. რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს, გვერდით გვიდგას და გვეხმარება", განაცხადა ასოციაციის წევრმა, სალომე საძაგლიშვილმა.
აქცია ხონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.