„ვენეციის კომისიის ექსპერტებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს შენიშვნები არ გამოუთქვამთ. მათთან ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ გვექნება აბსოლუტურად პოზიტიური დასკვნა მთლიანად დოკუმენტთან დაკავშირებით, მათ შორის, საპარლამენტო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, ბერლინში, კონფერენციის დასრულების შემდეგ გააკეთა.
კობახიძის თქმით, კითხვები არ დასმულა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, რადგან, მისივე განმარტებით, წესი თავსებადია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან.
პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა კონსენსუსის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მდივნის, თომას მარკერტის განცხადებასაც.
„კონსენსუსი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის კონსტიტუციას, ძირითად კანონს, თუმცა, ის ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, იმაზეც, თუ რამდენად მომწიფებულია პოლიტიკური სპექტრი კონსენსუსისთვის. ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, მთავარია, სათანადო დამოკიდებულება გამოავლინოს პოლიტიკურმა ოპოზიციამ. ასეთ შემთხვევაში, კონსენსუსი იქნება მიღწეული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომელიც სრულად თავსებადი იქნება სამართლებრივ პრინციპებთან და რომელიც ჩამოაყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. თუ ეს მიზანი იქნება მიღწეული, ამ შემთხვევაში, კონსტიტუცია ნამდვილად ჩაუყრის ძალიან მყარ კონსტიტუციურ საფუძველს ჩვენი დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებას“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კონფერენციაზე დისკუსია სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, ბონუსის სისტემაზეც გაიმართა.
„საერთო პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ჯერჯერობით გრძელდება მსჯელობა, საბოლოო პოზიცია არ არის გამოკვეთილი და დარწმუნებულები ვართ, რომ გვექნება აბსოლუტურად პოზიტიური დასკვნა ვენეციის კომისიის მხრიდან გამომდინარე იქიდან, რომ დოკუმენტი არის სრულ თავსებადობაში სამართლებრივ პრინციპებთან, ფუნდამენტურ პრინციპებთან. ეს იყო ჩვენი ამბიციური ხედვა, ეს იყო ჩვენი ამბიციური მიზანი და ეს მიზანი იქნება აუცილებლად მიღწეული“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.