თბილისს ოფიციალურ ვიზიტად თურქეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელაგაცია პრემიერ მინისტრ ბინალი ილდირიმის ხელმძღვანელობით ეწვია.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალურ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა.
საგარეო უწყების ცნობით, თურქეთის სამთავრობო ვიზიტისას, 23 მაისს, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა გაიმართება.
„შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უპრეცენდენტოდ მაღალი დონის ვიზიტი, ასეთი შემადგენლობით. ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის მეორე შეხვედრა. როგორც მოგეხსენებათ პირველი შეხვედრა გაიმართა გასულ წელს ანკარაში. წელს კი ჩვენ გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ თურქეთის მთავრობას ასეთი შემადგენლობით. ვიზიტი ასევე ემთხვევა საქართველოსა და თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველომ და თურქეთმა ჩამოაყალიბეს ნამდვილად სამაგალითო ურთიერთობა. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვავითარებთ სტრატეგიულ პროექტებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის, ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას, სტაბილურობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისადმი, ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოწერება რამდენიმე შეთანხმებას სხვადასხვა სექტორში, რაც ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება დინამიურად და ორი ქვეყანა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, “ განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად ასევე ეწვევა თბილისს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.