მარიუპოლში დონეცკის ოლქის ახალი პროკურორის წარდგენისას, რომელსაც უკრაინის გენერალური პროურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ესწრებოდა, სხდომათა დარბაზში კრამატორსკის პროკურორი ანდრეი სუხინი დააკავეს.
სუხინი სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მას სიტყვა დავით საყვარელიძემ შეაწყვეტინა და უთხრა-„მრცხვენია სისტემის გამო...თქვენ არც იცით რაში ხართ გარეული“, საყვარელიძის ამ სიტყვების შემდეგ სუხინი დააპატიმრეს.
მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი კი სამხედრო პროკურატურის წარმომადგნელმა ასე განმარტა: „დღეს შეჩერებულია ქალაქ კრამატორსკში მოქმედი სამართალდამცავთა დანაშაულებრივი ჯგუფის არსებობა, განხორციელებულია ოფიციალური დაკავებები, რომელსაც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს.
დაკავებულია კრამატორსკის პროკურორი და ასევე პროკურატურისა და მილიციის სხვა თანმშრომლები.“ სამხედრო პროკურორის ვალერი ჟერბაცკის განცხადებით, კრამატორსკის პროკურორი ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.
დავით საყვარელიძემ დონეცკის ახალი პროკურორის, ანდრეი ლუბოვიჩის წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყანაში ახლა ორი პრობლემა დგას - ომის და კორუფციის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.