ლენტეხის მუნიციპალიტეტში 2017 წელს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად 1, 350, 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხიდან 1, 282, 500 ლარი რეგიონულ ფონდზე, ხოლო 67, 500 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებაზე მოდის. ამის შესახებ Guardian.ge–ს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ამირან ჯამბურიძემ განუცხადა.
გამგეობის ინფორმაციით, დაბა ლენტეხში, თამარ მეფის ქუჩაზე სკვერის, ჯ. მეშველიანის სახელობის პარკის, მუნიციპალიტეტის ეზოს და ცენტრალურ მოედანზე გმირთა მემორიალის კეთილმოწყობა იგეგმება, რისთვისაც რეგიონული ფონდიდან 190, 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10, 000 ლარი – ჯამში აღნიშნული კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის 200, 000 ლარი დაიხარჯება.
მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტში (გულიდა, ყარიში, ბაბილი, ლასკადურა, მელურა, საყდარი, ფანაგა, ხელედი, ლესემა, ხოფური, ყვედრეში, რცხმელური, გვიმბრალა, ლამანაშური, ლეკოსანდი, ჟახუნდერი, მელე, შკედი) მინი სტადიონების მოსაწყობად წელს 400, 000 ლარი დაიხარჯება. (რეგიონული ფონდი 380, 000, ადგილობრივი ბიუჯეტი 20, 000 ლარი).
როგორც ლენტეხის გამგეობის პრესსამსახურში აცხადებენ, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გადაიჭრება წყალმომარაგების საკითხი, კერძოდ, სოფლების – ფანაგის, მამის და საყდრის წყლის სისტემების აღდგენისთვის 90, 000 ლარი დაიხარჯება, საიდანაც აღნიშნულ პროექტებს რეგიონული ფონდიდან 85, 500, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 500 ლარი მოხმარდება.
წელსვე, ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია კულტურის ობიექტების მშენებლობაც – სოფლებში, თეკალში და მელეში კლუბები, ხოლო სასაშსა და ხელედში ახალგაზრდული ცენტრები აშენდება. (რეგიონული ფონდი 218, 500, ადგილობრივი ბიუჯეტი 11, 500, ჯამში 230, 000 ლარი).
იგეგმება ლ. მუსელიანის სახელობის მუზეუმის და სოფ. ხაჩეშში ტვიბლედის უბნის ფილიალის კეთილმოწყობა (საცავები, ვიტრინები, ჯარგვლის კეთილმოწყობა) – (რეგიონული ფონდი 104, 500, ადგილობრივი ბიუჯეტი 5, 500 – ჯამში 110, 000 ლარი).
მიმდინარე წელს განხორციელდება დაბა ლენტეხის ქუჩების ასფალტირება და ჭავჭავაძის ქუჩის კეთილმოწყობა (რეგიონული ფონდი 142, 500, ადგილობრივი ბიუჯეტი 7, 500 – ჯამში 150, 000 ლარი).
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ წელსვე დაგეგმილია ტურისტული ობიექტების და წყაროების კეთილმოწყობა, რისთვისაც რეგიონული ფონდიდან 161, 500, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8, 500 – ჯამში 170, 000 ლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.