პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა
07-04-2015, 10:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯანდაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დააჯილდოვა.

 
პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ჯანდაცვის სისტემაში წარმოებული რეფორმებისა და პროგრამების წარმატებით განხორციელებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის გადასცა.

 
დაჯილდოების ცერემონია ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით ამ დრომდე 100-მდე პირია დაჯილდოებული, მათ შორის არიან: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, სენატორი ჯონ მაკკეინი, ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და სხვ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი