საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით, თანამშრომლებს სპეციალურ კურსს სთავაზობს, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ტრენინგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის იმ თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც ელექტრონულ სისტემებთან აქვთ წვდომა.
კურსი თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა როდიონ ქორჩილავამ გახსნა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატება უსურვა. ბიუროს ხელმძღვანელმა ყურადღება საქართველოსთვის კიბერსივრცის დაცულობისა და სტრუქტურულ ერთეულებსა და უწყებებს შორის კოორდინაციის საჭიროებაზე გაამახვილა. მან კიბერინციდენტების გაზრდის საგანგაშო ტენდენციაზეც ისაუბრა.
ერთთვიანი თეორიული კურსის განმავლობაში ბიუროს წარმომადგენლები მსმენელებს კიბერსაფრთხეებთან, ასევე, კიბერშეტევების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვან ღონისძიებებთან დაკავშირებით, მაქსიმალურ ინფორმაციას მიაწვდიან და პრაქტიკულ და ტექნიკურ მაგალითებსაც წარუდგენენ", ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.