ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მისი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ბოლო დღეს, პალესტინის ავტონომიის ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იგი ბეთლემში „იმედიანი განწყობით“ ჩავიდა.
„სრულიად ვარ მომართული იმისათვის, რომ შევეცადო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ისრაელსა და პალესტინელებს შორის“, თქვა მან.
„მოუთმენლად ველოდები ამ ლიდერებთან მუშაობას ხანგრძლივი მშვიდობისთვის“.
აბასმა განაცხადა, რომ იგი მიესალმება ტრამპის „დიდებულ და შესაძლებელ მისიას“.
როგორც BBC იუწყება, ისრაელს და პალესტინელებს სამ წელზე მეტია რაც პირდაპირი მოლაპარაკებები არ გაუმართავთ და ტრამპმა აღიარა, რომ „ეს არის ყველაზე მეტად ძნელი შეთანხმება“, რაც კი არსებულა.
მაგრამ, ორივეგან, როგორც დასავლეთ სანაპიროზე, ასევე ღაზას სექტორში პალესტინელებმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტის წინააღმდეგ გაბრაზებული პროტესტი გამართეს.
ორშაბათს, ტრამპმა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის მტკიცე კავშირებზე ხაზგასმა გააკეთა.
პალესტინელებთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ საუბრისას ტრამპმა თქვა: „მე მესმის, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძნელი შეთანხმება“, მაგრამ დაამატა, რომ მას აქვს „განცდა, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს მივალთ აქამდე“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი შეხვედრა აბასთან, ბეთლემში, „სასარგებლო და ნაყოფიერი“ იქნება.
სამშაბათს, მოგვიანებით ტრამპი იერუსალიმში დაბრუნდება, ვად იაშემის ჰოლოკოსტის მემორიალს ესტუმრება და ისრაელის მუზეუმში სიტყვას წარმოთქვამს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.