თამარ ჩუგოშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაცია გათვალისწინებულია
23-05-2017, 06:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც მსჯელობას ვაგრძელებთ და აქ მნიშვნელოვანი იქნება ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრება ამ ეტაპზე, მათ შორის, ერთ-ერთი, რაც არის უკვე გათვალისწინებული არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის ცვლილება“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ბერლინში, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გააკეთა.

 


თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის გადადგმული ნაბიჯები და ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანაა.

 

 

„ის ცვლილებები, რომელიც შედის სასამართლოსთან დაკავშირებულ კონსტიტუციის თავში, მიმაჩნია, რომ არის გაუმჯობესება და არის სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების წინა დასკვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც მსჯელობას ვაგრძელებთ და აქ მნიშვნელოვანი იქნება ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრება ამ ეტაპზე, მათ შორის, ერთ-ერთი, რაც არის უკვე გათვალისწინებული არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის ცვლილება“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

 

თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა მოსამართლეების დანიშვნის საკითხის შესახებაც და აღნიშნა, რომ საკითხს მეტი მსჯელობა და დასაბუთება სჭირდება.

 

 

„რაც შეეხება რიგითი მოსამართლეების დანიშვნის საკითხს, ჩვენ კომისიაზე, პრინციპში, ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს უნდა ხდებოდეს ღია წესით. ღია წესით იყო 2012 წლამდე, იყო ბევრი შენიშვნა ამასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, 2013 წელს შეიცვალა და გახდა დახურული. ამიტომ, ისევ გახსნას მგონი ცოტა უფრო მეტი მსჯელობა და დასაბუთება სჭირდება. მხოლოდ ეს იყო მიზეზი, რატომაც ამ საკითხზე ითქვა უარი საბოლოო კენჭისყრაზე. ვნახოთ, რას გვეტყვის ვენეციის კომისია“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი