სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის მე-4, მე-5, მე-9, მე-11 და ღანირის ბაგა-ბაღებში იმყოფებოდა.
გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, ფოცხვერიამ და ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებმა გარემონტებული სამზარეულო, შეძენილი ინვენტარი და სველი წერტილები დაათვალიერეს, ასევე მოინახულეს ღანირის ბაგა-ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები.
გამგებელმა ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად არსებული პრობლემები განიხილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.