ინგლისელი მსახიობი სერ როჯერ მური, რომელიც ყველაზე უფრო მეტად 1973-1985 წლებში ჯეიმს ბონდის როლის შესრულებითაა ცნობილი, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC მის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოჯახმა განცხადება Twitter-ზე გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი „კიბოსთან ხანმოკლე, მაგრამ მამაცი ბრძოლის“ შემდეგ გარდაიცვალა.
სერ როჯერ მურს, რომელიც შვეიცარიაში გარდაიცვალა, მისი სურვილის თანახმად, მონაკოში დაკრძალავენ.
„ჩვენი ფიქრები ახლა, ამ მძიმე წუთებში, მიპყრობილი უნდა იყოს ქრისტინას [მისი ცოლის] მხარდაჭერისაკენ“, აღნიშნულია მსახიობის შვილების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.